გლდანის რაიონის ნაწილს ხვალ წყალმომარაგება შეეზღუდება. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხვალ, კომპანია „თელასი“, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გლდანის რაიონის სატუმბო სადგურს შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება.
”აღნიშნულთან დაკავშირებით 15 აპრილს, დილის 11:00 საათიდან საღამოს 21:00 სათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის III, IIIა, V, VI, VII, VIII მიკრორაიონებს, სოფელ გლდანს, სოფელ გიორგიწმინდას, ბერთუბნის დასახლებას, გლდანის საპატიმროს, ბეტონის ქარხანას, ჰაიდელბერგცემენტს.
წყალმომარაგება 15 აპრილს საღამოს 21:00 საათიდან, აღდგება”, - ნათქვამია განცხადებაში.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ”ფეისბუქისა” და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.