საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დედა ენის დღე საქართველოს მოსახლეობას გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალადან მიულოცა.
პრეზიდენტი ყარაჯალას საჯარო სკოლას ეწვია და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის " ვისწავლოთ ქართული" ბენეფიციარებს შეხვდა.
„ზოგიერთი თქვენთაგანი ალბათ მაშინ დაბადებული არ იყო, მაგრამ გსმენიათ საბჭოთა კავშირში როგორ იდევნებოდა ნებისმიერი განსხვავებული აზრი.
შეუძლებელი იყო ადგილი ჰქონოდა ნებისმიერ დემონსტრაციას, რაიმე ტიპის გამოსვლას. ეს იყო სისტემა, როდესაც ადამიანებს არ ჰქონდათ თავისი აზრის გამოთქმის უფლება და 1978 წელს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არა მარტო ჩვენი აზრის გამოთქმის უფლებისთვის დავესაჯეთ, არამედ წაერთმიათ ჩვენთვის ჩვენი დედაენა - ის ქართული ენა, რომელსაც დღეს თქვენ სწავლობთ და, რომელითაც დღეს თქვენ კონსტიტუციას სწავლობთ.
და აი სწორედ, კონსტიტუციაში გეგმავდნენ ჩაწერას, რომ ქართული არ იქნებოდა სახელმწიფო ენა და, მაშინ გაერთიანდა მთელი საზოგადოება და ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.
მაშინ მე ვიყავი სწორედ იმხელა, რამხელაც ახლა ამ კლასში არიან ეს ბავშვები. მაშინ პირდაპირ რუსთაველზე გავიდა ჩემი კლასი. ბუნებრივია, ბოლომდე ვერ ვხვდებოდით რა ხდებოდა, მაგრამ მერე და მერე იმის გააზრებამ, თუ რა გააკეთა ჩვენმა საზოგადოებამ მიმიყვანა იმ რწმენამდე, რომ ჩვენ, ყველა ერთად ძალიან ძლიერი ხალხი და საზოგადოება ვართ.
1978 წლის 14 აპრილს, იმ სისტემაში, სადაც ადამიანებს არაფრის უფლება არ ჰქონდათ, ჩვენმა საზოგადოებამ დაიცვა ყველაზე მნიშვნელოვანი, დაიცვა ჩვენი ისტორიული საფუძველი და ფუნდამენტი, დაიცვა უნიკალური ენა, რომელსაც გააჩნია უნიკალური ანბანი და შეძლო ეს გაეტარებინა სახელმწიფოებრივ დონეზე და შეძლო კომუნისტური სისტემისათვის შეეცვლევინებინა პოზიცია.
დღეს მე, მთელ ქართულ საზოგადოებას ვულოცავ ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას - ჩვენი სულის გამარჯვებას იმ დიქტატურაზე, რომელიც ცდილობდა ყველაფერი ეროვნული წარეთმია ჩვენთვის.
დღეს ამას თქვენც გილოცავთ განსაკუთრებით და თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ დღეს. კიდევ ერთხელ, იმედი მაქვს, რომ ქართული ენის შესწავლით, კონსტიტუციის შესწავლით, იმ განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ახასიათებთ, იმ განსაკუთრებული მეგობრობით, რაც ჩვენ, კავკასიელებს ერთმანეთის მიმართ გვახასიათებს, ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს საქართველოს კიდევ უფრო ძლიერს გავხდით და კიდევ უფრო წინ წავიყვანთ. კიდევ ერთხელ, გილოცავთ ამ კურსის წარმატებულ დასრულებასა და კიდევ ერთხელ გილოცავთ 14 აპრილს!“- მიმართა პრეზიდენტმა ყარაჯალას მოსახლეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.