აშშ-ს 50 გიგანტურ ფირმას ოფშორულ ზონაში 1.4 ტრილიონი დოლარი აქვს დამალული - Oxfam-ი
14-04-2016, 08:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების ანტი-სიღარიბის საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam -ის  გამოკვლევა ამტკიცებს, რომ Apple -ს 181 მილიარდი აშშ დოლარი აქვს ოფშორში განთავსებული, მაშინ როცა General Electric-ს 119 მილიარდი და Microsoft-ს 108 მილიარდი აშშ დოლარი. აღნიშნულ თემაზე ბრიტანული "გარდიანი" წერს.


 Oxfam -ის თანახმად, შეერთებული შტატების კორპორატიულ გიგანტებს Apple-ს, Walmart-ს და General Electric-ს ჯამში 1.4 ტრილიონი აშშ დოლარი აქვთ ოფშორულ ზონაში აკუმულირებული, მიუხედავად იმისა, რომ გადასახადის გადამხდელთა მხარდაჭერით ტრილიონობით დოლარს იღებენ.


აღნიშნული თანხა უფრო დიდია, ვიდრე რუსეთის, სამხრეთ კორეის და ესპანეთის ეკონომიკური წარმოება.


 Oxfam -ის კვლევა პანამას დოკუმენტების გამოჟონვის შემდეგ ვრცელდება, და მოიცავს შეერთებული შტატების 50 ყველაზე მსხვილი კორპორაციის ფინანსურ საქმეებს.


ტექნოლოგიის გიგანტი Apple -ი, მსოფლიოს მე-2 უდიდესი კომპანია, "ოქსფამის" ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და მას ოფშორულ ზონაში 181 მილიარდი აშშ დოლარი აქვს განთავსებული.


ბოსტონში ბაზირებული კონგლომერატი General Electric-ი, რომელმაც, როგორც "ოქსფამი" ამბობს, გადასახადების გადამხდელთაგან 28 მილიარდი დოლარის მხარდაჭერა მიიღო, 119 მილიარდით, მე-2 ადილზეა ოფშორულ ზონაში დაგროვილი თანხების მიხედვით, ხოლო მე-3 ადგილს 108 მილიარდი აშშ დოლარით კომპიუტერული ფირმა "მაიკროსოფტი" იკავებს. ათეულში კი ასევე არიან ფარმაცევტული გიგანტი Pfizer-ი, გუგლის შვილობილი კომპანია Alphabet and Exxon Mobil-ი, უდიდესი სანავთობო კომპანია, რომელსაც არ ფლობს ნავთობის მწარმოებელი სახელმწიფო.


"ოქსფამმა" მოახდინა შედარება 1.4 ტრილიონი დოლარისა, რომელიც ოფშორშია განთავსებული, 1 ტრილიონ დოლართან, რომელიც ამერიკის უდიდესმა 50-მა ფირმამ 2008-2014 წლებს შორის გადასახადის სახით გადაიხადა. "ოქსფამმა" აღნიშნა, რომ ეს კომპანიები ამავე პერიოდში ასევე სარგებლობდნენ საერთო 11.2 ტრილიონის ფედერალური სესხებით, დახმარებებით და სესხის გარანტიით.


ოფშორულ ზონაში გადასახადებისაგან თავის არიდებამ ამერიკის აღნიშნულ ფირმებს საშუალება მისცა მილიარდობით დოლარი დაეხარჯათ ლობისტებზე. 2008-2014 წლებში 50-მა უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ 2.6 მილიარდი დოლარი დახარჯა მათთვის შეერთებული შტატების მთავრობაში ლობირების გაწევისთვის, - აღნიშნავს "ოქსფამი".  


"ოქსფამის" მთავარმა მრჩეველმა გადასახადების მიმართულებით, რობი სილვერმანმა განაცხადა, რომ "ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მასობრივი სისტემატური დამახინჯება გლობალური საგადასახადო სისტემის."


"ჩვენ ვერ განვაგრძობთ იმ სიტუაციაში ყოფნას, სადაც მდიდარნი და გავლენიანნი არ იხდიან მათზე სამართლიანად დაკისრებული გადასახდების წილს, და გვტოვებენ დანარჩენებს გადავიხადოთ გადასახადები. მთავრობები მთელი მსოფლიოს გარშემო უნდა გაერთიანდნენ იმისათვის, რომ დაასრულონ ისეთი ადგილების არსებობა, სადაც გადასახადის გადახდას თავს არიდებენ," განაცხადა სილვერმანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი