ასოცირების შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით საგარეო უწყება ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
27-06-2014, 08:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DC FTA) ჩათვლით ხელი მოეწერა ოფიციალურ დოკუმენტს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის მხრიდან - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპოიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა.

 


საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასოცირების შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოს პოლიტიკურ ასოცირებას ევროკავშირთან და ეკონომიკურ ინტეგრაციას მსოფლიოში ყველაზე დიდ და სტაბილურ ერთიან ბაზარზე.

 

 

უწყების განმარტებით, საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა, სრულად იზიარებს საერთო ევროპულ ფასეულობებს, რომელსაც ასოცირების შეთანხმება ეფუძნება. შეთანხმების ხელმოწერით საქართველო ვალდებულებას იღებს, კანონის უზენაესობა გაამყაროს, მართლმსაჯულების რეფორმა გააგრძელოს, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემა განამტკიცოს და დემოკრატიული ინსტიტუტები გააძლიეროს.

 


"შეთანხმებით საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგი მნიშვნელოვნად გაღრმავდება, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

 


ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს ევროპული სტანდარტების ეტაპობრივ დანერგვას ეკონომიკისა და დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროში - ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ტექნოლოგიების განვითარება, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სამოქალაქო საზოგადოება, რეგიონული განვითარება და სხვა. შეთანხმების მიხედვით მოხდება საქართველოს კანონმდებლობის დაახლოვება ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან.

 


განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას ენიჭება, რასაც ქვეყანას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე სთავაზობს. ვაჭრობის ახალი შესაძლებლობები ევროკავშირის შიდა ბაზარზე საქართველოს ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას ემსახურება, რაც მიიღწევა საბაჟო ტარიფებისა და ქვოტების გაუქმებისა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სფეროებში კანონების, ნორმებისა და რეგულაციების ჰარმონიზაციის გზით"-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 


სამინისტროს ინფორმაციით, (DC FTA) ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობის სფეროში ევროპულ სტანდარტებთან ეტაპობრივ დაახლოებას; გამჭვირვალე, სტაბილური ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას; საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდას; ინოვაციური მიდგომებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას; ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.

 


საგარეო უწყების განცხადებით, ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან დაახლოვების იმდენად მაღალ დონეს ითვალისწინებს, რომ შეუქცევადს საქართველოს ევროპეიზაციას ხდის და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენს. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ევროინტეგრაცია საქართველოს არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტი ხდება.

 


"საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა, თანმიმდევრული ნაბიჯებით და სწორი პოლიტიკით ხელმისაწვდომი გახადოს მთელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის ის სარგებელი და ახალი შესაძლებლობები, რომელსაც შეთანხმება ითვალისწინებს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება და შესაბამისად, ყველა ის სიკეთე, რაც მისგან მომდინარეობს, ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს ყველა მოქალაქეს ეძლევა საშუალება თანაბრად ისარგებლოს შეთანხმებით გახსნილი შესაძლებლობებით.

 


რეფორმების პროცესში ევროკავშირი საქართველოს გაუწევს მასშტაბურ ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას, ყველა შესაბამისი ინსტრუმენტის გამოყენებით. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ისტორიული მოვლენაა, როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირისთვის. იგი მნიშვნელოვნად გააღრმავებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რითაც საბოლოოდ განმტკიცდება საქართველოს ევროპული არჩევანი"-ნათქვამია განცხადებაში.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ შეთანხმების ხელმოწერა მოხდა მისი პარაფირებიდან უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში, რაც მიანიშნებს მხარეთა პოლიტიკურ მზაობაზე, თანამშრომლობა გააღრმავონ და ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი