ნინო ბურჯანაძე: 0%-ს დაგვიწერენ, 11%-ს თუ 111% -ს, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული შანსი ამ არჩევნებზე
14-04-2016, 08:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთი რამ, რაშიც არ გვჭირდება არც NDI-ის და არც GHN-ის და არც „ქართული ოცნების“ კვლევები, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გვყავს ნამდვილად ძალიან ბევრი მხარდამჭერი" - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.

 


„ახლა რთულია ამ კვლევაზე კონკრეტულად რამე თქვა, მით უფრო როდესაც ვისი სახელითაც აქვეყნებენ ამ კვლევას, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ სახელით. თავად „ქართული ოცნება“ უარყოფს კვლევის შედეგებს. ჩემთვის მოულოდნელი სურპრიზი იყო ჩვენი და ეროვნული ფორუმის ერთად ხსენება, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ამის არანაირი საფუძველი უბრალოდ არ არსებობს. ჩვენს შორის არც მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მნიშვნელოვან წილად ბევრ რამეში ხედვებიც ძალიან განსხვავდება, თუმცა ბუნებრივია არის თანხვედრაც.

 

 

ჩვენი მხარდამჭერები მყარად არიან ჩამოყალიბებული ჩვენს მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მათ იციან რატომ გვიჭერენ მხარს, იციან რომ მხარს გვიჭერენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვლაპარაკობთ იმას რაც მათ აწუხებს, არამედ იმიტომ, რომ ამ ყველაფრის მოგვარება შეგვიძლია.

 

 

ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული ზრდის პოტენციალი იმ თვალსაზრისით, რომ გადაუწყვეტელ ადამიანებს შორის ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, პრაქტიკულად აბსოლიტური უმრავლესობა, რომელიც ისევე ხედავს პრობლემებს და პრობლეების მოგვარების გზებს როგოც ჩვენ.

 

 

ვინც რაც არ უნდა ილაპარაკოს, 0%-ს დაგვიწერენ, 11%-ს დაგვიწერენ თუ 111% -ს, ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული შანსი ამ არჩევნებზე და ჩვენ ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი