თბილისში მდებარე საკონდიტრო საცხობს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
14-04-2016, 09:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს ინსპექტორებმა ქ. თბილისში, კრწანისის ქ. N3 განთავსებულ საკონდიტრო საცხობს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

 

"ი.მ. ,,ლალი არუნაშვილი“-ს საკონდიტროში დამზადებული სურსათი სარეალიზაციო ობიექტში „ტკბილი გემოს“ დასახელებით იყიდებოდა. არაგეგმური ინსპექტირებისას 30-მდე არაკრიტიკული და 2 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა. კერძოდ, შენობა არ იძლევა დასუფთავებისა და დეზინფიცირების საშუალებას, დარღვეულია ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობა და შენობა საჭიროებს რეკონსტრუქციას; ოთახში, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი, არ ხდება იმ აღჭურვილობების და მოწყობილობების რეცხვა-დეზინფექცია, რომელიც უშუალო შეხებაშია სურსათთან.

 


ამ კრიტიკული და სხვა არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორს აეკრძალა საქმიანობის გაგრძელება და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა" - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი