ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი არ განიხილება. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „პირდაპირი ხაზის“ დროს გააკეთა. .
„ჩვენ “სამხრეთ ოსეთთან“ ურთიერთობას მსგავს კონტექსტში არ განვიხილავთ“, - განაცხადა კრემლის ლიდერმა. მისი თქმით, “სამხრეთ ოსეთში” განვითარებული მოვლენები მიხეილ სააკაშვილის ბრალი იყო.
„ჩემი მოსაზრებით, ეს იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის კარდინალური სტრატეგიული შეცდომა, რომელიც სრულიად უსაფუძვლო შეიარაღებულ აქციაზე წამოვიდა და შედეგად ეს ტერიტორია დაკარგა. ეს მისი ბრალია“, - განაცხადა პუტინმა.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა განმარტა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრაზე ”სამხრეთ ოსეთის” რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი დეტალურად არ განხილულა.
„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ”სამხრეთ ოსეთის” ხალხს ამ რეფერენდუმის ჩატარება სურს. ჩვენ წინააღმდეგი ვერ ვიქნებით. ჩვენ არაფერი გვაკავებს გარდა ოსი ხალხის ინტერესებისა“, - განაცხადა პუტინმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.