ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე განაცხადი შვიდმა კანდიდატმა შეიტანა.
თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიოერთობის სამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო კომისიამ უკვე დაარეგისტრირა ორი კანდიდატი: თინა ბარამიძე და მერაბ გორდეზიანი, ხოლო ორი კანდიდატი, მერაბ ელიაშვილი და ინესა მერაბიშვილი რეგისტრაციიდან ასაკის გამო მოიხსნენ.
მათივე ინფორმაციით, სამმა კანდიდატმა - დარეჯან თვალთვაძემ, ალექსანდრე ჩხიტაურმა და გიორგი ანდრიაძემ განაცხადი დღეს შეიტანეს. აქედან გამომდინარე, საარჩევნო კომისია მათი რეგისტრაციაში გატარების თაობაზე ხვალ იმსჯელებს.
აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ არჩევნები დაინიშნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.