BBC: სამხრეთ იაპონიაში მიწისძვრამ სახლები წააქცია
14-04-2016, 10:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იაპონიის სამხრეთით, კუნძულ კიუსიუზე 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ BBC ავრცელებს. 

 

 

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 21:26 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ მაშიკთან იყო, რომელიც კუმამოტოს პრეფექტურაში მდებარეობს. ჯერჯერობით მსხვერპლის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, ცნობილია, რომ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. კუმამოტოს პრეფექტურის პოლიციამ განაცხადა, რომ ჩამოშლილ სახლებში, შესაძლოა ადამიანებიც მოყვნენ.

 

 

იაპონიის სახელმწიფო ტელევიზიის, NHK-ს ცნობით, ქალაქ მაშიკიში, ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დანგრეული შენობის ქვეშ უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალიც აღმოაჩინეს.

 

 

იაპონიის ზოგიერთ სარკინიგზო ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. მიწისძვრის გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში საგანგებო შტაბი შეიქმნა. სინძო აბემ ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ზომების გატარების განკარგულება გასცა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი