„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის 2016 წელს გამოყოფილია 729 471ლარი, აღნიშნული თანხა კი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას მოხმარდება, - განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერიანე ფოცხვერიამ guardian.ge-სთან საუბარში.
გამგებლის თქმით, დაგეგმილია: დიდი ჯიხაიშის ე.წ. სერგეთის უბნიდან სოფლის ბოლომდე და ყაზბეგის უბნის მიმართულებით გარე განათებისა და ელექტრო მრიცხველის მოწყობა, რისთვისაც 18 410ლარი დაიხარჯება; გორმაღალში სასმელი წყლის ჭის რეაბილიტაციას და წყლის მილების შეძენას 16 262 ლარი მოხმარდება; ჭოგნარში შიდა გზების მოხრეშვა-დაგრეიდერებას 12 854 ლარი; იანეთში საბავშო ბაღის შენობის აღდგენას და ტერიტორიის კეთილმოწყობას 28 000ლარი; დაბა კულაშში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციას 30 965ლარი; ეწერში გარე განათების მოწყობას კი 15 835 ლარი მოხმარდება; ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება.
ვალერიანე ფოცხვერიას განცხადებით, სამტრედიის ადგილობრივი ბიუჯეტით 2016 წელს დაგეგმილია: ქ. სამტრედიაში მრავალსართულიანი კორპუსების, სახურავებისა და შიდა კომუნიკაციების აღდგენა; ქალაქის ტერიტორიაზე გზების ორმული შეკეთება; დედის ძეგლის რეაბილიტაცია; ელექტრო განათების ბოძების შეღებვითი. ხოლო საავტომობილო გზების დახაზვითი სამუშაოები; ქუჩის დასახლების ელექტრო ბანერების მოწყობა და ქალაქის ცენტრალური საათის რეაბილიტაცია; აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების სახელობის სკვერების მოწყობა; ნაგვის ურნების და სპეც. ტექნიკის შეძენა; საბავშო ბაღების რეაბილიტაცია; ქალაქის ტერიტორიაზე ვიდეო თვალების მოწყობა.
როგორც guardian.ge -სთან საუბრისას ვალერიანე ფოცხვერიამ აღნიშნა, 2016 წელს მუნიციპალიტეტში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც განხორციელდება, რასაც რეგიონული განვითარების ფონდი დააფინანსებს. ამ მხრივ, გამგებლის ინფორმაციით, დაგეგმილია:
• სამტრედიის ტერიტორიაზე ეწრის თემში სოფ. კეჭინარიდან სოფ. გვიმრალას მიმართულებით ეწრის ცენტრალურ გზამდე ასფალტო ბეტონის საფარის დაგება.
• სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ ჯიხაიშში ე.წ. „ყაზბეგის უბანში“ საავტომობილო გზებზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება.
• სამტრედიის მუნიციპალიტეტის ღანირის თემის სოფ. ჭაგანში, ქუთაისი-ხონი-სამტრედიის ავტომაგისტრალიდან სოფლის ცენტრამდე და ღანირის თემში, სოფ ღანირის საჯარო სკოლიდან სოფ. ჭაგანში ღვთისმშობლის სახ. ტაძრის გავლით ე.წ. „ოქროს“ სასაფლაომდე საავტომობილო გზებზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება.
• სამტრედიის მუნიციპალიტეტის ნაბაკების თემის სოფ. ჩხენიშში და სოფ. ნინუაკუთხეში ე.წ. „ნინუების უბანში“ საავტომობილო გზებზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება.
• სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაშში ე.წ. „ქვედა ბაში“-ს სასაფლაოდან მგზავრთა მოსაცდელამდე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება.
• სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშში, რუსთაველის ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება.
• სამტრედიის მუნიციპალიტეტის გომის თემის სოფ. კორმაღალში საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება.
• ქ. სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩაზე მე-3 საჯარო სკოლიდან „ვისოლი“-ს ავტოგასამართ სადგურამდე ; რესპუბლიკის მე-2 და მე-4 ჩიხებში; თაბუკაშვილისა და თავისუფლების ქუჩებზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება.
• ქ. სამტრედიაში ე.წ.„ნახალოვკაში“ ბაუსკას, ჩოლოყაშვილის, ბახტაძისა და რიონის ქუჩებზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება.
• ქ. სამტრედიაში მარჯანიშვილის, ნინუას, ოდილავაძის ქუჩებზე და ნიკურაძის ჩიხში ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება.
• ქ. სამტრედიაში ლეონიძის, კალაძის და ფანჯიკიძის ქუჩებზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება.
სამტრედიის გამგებლის განცხადებით, ამ ეტაპზე დასრულებულია ტოლების თემში სოფელ ტოლებისა და სოფელ ბუღნარის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა.
ვალერიანე ფოცხვერიას თქმით, 2015 წელს სამტრედიის ბიუჯეტი დამტკიცებული იყო 9 მილიონ 225 ათასი ლარით, ხოლო 2016 წელს ბიუჯეტი 9 მილიონ 944 ათასი ლარით დაიგეგმა. წინა წელთან შედარებით ბიუჯეტი გაზრდილია 719 ათასი ლარით. პრიორიტეტი მიენიჭა, ინფრასტრუქტურულ პროექტებს; კულტურას, რელიგიას და ახალგაზრდულ ღონისძიებებს; ძეგლთა დაცვის ორგანიზაციების დაფინანსებას; განათლებას; სოციალურ პროგრამებს; სპორტის განვითარებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.