დედა ენის დღესთან დაკავშირებით, ხონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები პროექტის „სოფლის ბიბლიოთეკის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში სოფელ კინჩხის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და საჩუქრად 80-მდე წიგნი გადასცეს. ამის შესახებ guardian.ge-ს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
ამჯერად აქციას გამომცემლობა „საუნჯე“, თავდაცვის სამინისტრო (ნათია ტრაპაიძე) და მწერალი ლადო კილასონია შეუერთდნენ.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხონის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა წიგნიერების განვითარებას. პროექტი „სოფლის ბიბლიოთეკის ახალი სიცოცხლე“ რამდენიმე თვეა ხორციელდება და დიდია მხარდაჭერა საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლებისაგან.
მწერლები, პოეტები, გამომცემლობები, სამინისტროები, მოსწავლეები, პედაგოგები, უბრალო მოქალაქეები ერთხმად შეუერთდნენ აქციას და მომდევნო თვეების გეგმაც უკვე გაწერლია. წლის ბოლომდე პროექტი ხონის სოფლებში არსებულ ყველა ბიბლიოთეკას მოიცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.