"დოიჩე ველეს" წარმომადგენლების მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რომელშიც 18 წლის და უფრო მეტი ასაკის მქონე გერმანიის 1 000-ზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა, 78-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მათ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენა უნდათ. მხოლოდ 13 %-მა თქვა, რომ ბრიტანეთის კავშირიდან გასვლის მომხრეა.
ახალგაზრდებს შორის განსხვავება კიდევ უფრო მეტი იყო. გამოკითხვაში მონაწილე 18-34 წლის ასაკის ახალგაზრდების 83% დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას უჭერს მხარს და ახალგაზრდების მხოლოდ 10% თვლის, რომ ბრიტანეთმა უნდა დატოვოს ევროკავშირი.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში ყოფნა-არყოფნის საკითხი მიმდინარე წლის 23 ივნისს რეფერენდუმზე გადაწყდება. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დევიდ ქამერონი მოუწოდებს თავის მოქალაქეებს ხმა მისცენ ევროკავშირში დარჩენას და აცხადებს, რომ ის ამ კამპანიას მთელი "გულით და სულით" ატარებს. მაგრამ ბოლო პერიოდში, პანამას დოკუმენტების გაჟონვის შემდეგ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქამერონის პოპულარობა საგრძნობლადაა დაცემული და მხოლოდ 21% მიიჩნევს მას მოსაწონად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.