ლევან ბერძენიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის თარიღის დანიშვნას ეხმიანება და აცხადებს, რომ პრეზიდენტი დაიბნა. ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ხუთი თვით ადრე დაწყებას პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს.
,,ჩემი აზრით, პრეზიდენტი ამ საკითხში დაიბნა. მისი მეგობრები და აპარატი, იმის მაგივრად, რომ არკვევდენ საკითხში, კიდევ უფრო აბნევენ სიტუაციას. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი გაერკვევა ყველაფერში. რაც შეეხება კონტრასიგნაციას, რომელიც ხუთი თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყებას უკავშირდება, არამგონია, პრემიერმა დაუჭიროს მხარი. ამიტომ ვფიქრობ, რომ გავერკვევით. ცუდია, რომ პრეზიდენტმა კონსულტაციებს არ მიმართა და ახლა ცდილობს სახე შეინარჩუნოს. არჩევნების თარიღი ალბათ არ შეიცვლება, მაგრამ შეიცვლება ის თუ როდის დაიწყება საარჩევნო კამპანია“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მთავრობამ ის დაარწმუნა, რომ არჩევნების 60 დღემდე ადრე გამოცხადება ქვეყანას ფინანსურად დაანგრევდა, თუმცა ”აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება ის უფრო ადრეც დაინიშნოს”.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.