ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი წინასაარჩევნო კამპანიის ხუთი თვით ადრე დაწყებას "არაადეკვატურს" უწოდებს.
,,არავითარი წინასწარ გათვლილი თამაში არ არის. ვფიქრობ, რომ პასუხსიმგებლობა არის ყველა მხარის. არაადეკვატურად მიმაჩნია ხუთი თვით ადრე იმ რეჟიმში ჩადგომა, სადაც პარტიებს მოუწევთ გარკვეულ რეჟიმში გადასვლა. გარდა ამისა საარჩევნო ბლოკი არ არის. ჩვენ ბევრი საკითხი ბოლომდე გვაქვს მისაყვანი. ასე რომ, ქვეყნისთვის გაცილებით უკეთესი იქნება, რომ მოსამზადებელი ვადა მინიმუმ სამ თვემდე მაინც შემცირდეს," განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.