უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას ემხრობა
15-04-2016, 02:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბი რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მომხრეა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება მან მან ერთ-ერთ უკრაინულ არხზე გამოსვლის დროს გააკეთა.

 

„მე როგორც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, გამოვდიოდი რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის შემოღების ინიციატივით. ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მიმაჩნია, რომ ჩვენ ეს გზა უნდა გავიაროთ“, - განაცხადა რადას სპიკერმა.

 

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის საკითხზე საუბრისას, ანდრეი პარუბიმ განაცხადა, რომ ამ საკითხის განხილვა შესაძლებელია სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ.

 

15 მარტს უმაღლესმა რადამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა. ამ ინიციატივის წინააღმდეგ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამოვიდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი