ხმაურით მიმდინარეობს პარლამენტის ბიუროს სხდომა. საპარლამენტო უმცირესობამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ისევ დააყენა პარლამენტში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოსვლის საკითხი.
უმცირესობის წევრმა, გია ბარამიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვალდებულია პარლამენტში მოვიდეს და ”რადგან ის უკვე მერამდენე სხდომაა პარლამენტში არ მოდის, ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოების სამსახური არ მუშაობს”.
პარლამენტის ვიცე სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს ყოველი ბიუროს სხდომა მათ დაეთმოთ. ”ყოველ სხდომაზე უმცირესობა ცდილობს ბიურო მათ დაეთმოთ და იქნებ ბატონო გია დამამშვიდებელი დალიოთ და დამშვიდდეთ,“ - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.