კახა კალაძე: პრეზიდენტმა, ხუთი თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, სრულიად გაუგებარი განცხადებები გააკეთა
15-04-2016, 03:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტმა, ხუთი თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, სრულიად გაუგებარი განცხადებები გააკეთა, - აღნიშნული განცხადება ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.


„პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. ვფიქრობ, ოპოზიციური პარტიებისთვის მისასალმებელია, რომ წინასწარ გახდა ცნობილი 8 ოქტომბერი და შესაძლებელი იქნება, რომ მათ 3 თვის განმავლობაში სრულყოფილი საარჩევნო კამპანია ჩაატარონ, თავისი ხედვები, ქვეყნის განვითარების გეგმები, რაც გააჩნიათ, მოსახლეობას გააცნონ. ყოველთვის იყო ჩხუბი და საუბარი იმაზე, რომ წლების განმავლობაში არ ხდებოდა წინასწარ თარიღის გაჟღერება. 5-6 თვით ადრე იქნა ახლა გაჟღერებული და ამბობენ, რომ ცუდია. არ ვეთანხმები ნამდვილად“, - განაცხადა კახა კალაძემ და დაამატა, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრმა გუშინ კარგი განცხადება გააკეთა.


”თუმცა, პრეზიდენტმა სრულიად გაუგებარი განცხადებები გააკეთა ხუთი თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენ იცით, რომ ამას მარტო პრეზიდენტი ვერ წყვეტს. ეს უნდა მოხდეს ურთიერთშეთანხმების შედეგად და შესაბამისად, იქნება გაკეთებული და მიღებული გადაწყვეტილება, რომ 8 ივლისიდან დაიწყოს, ანუ 3 თვე არის აბსოლუტურად საკმარისი იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ სრულყოფილად ჩაატაროს”, - განაცხადა კალაძემ.


კითხვაზე, არის თუ არა დაპირისპირება პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტს შორის, კალაძის თქმით, ის დაპირისპირებას ვერ ხედავს.


”ვფიქრობ, თავიდან იყო გაუგებრობა. შეიძლება კანცელარიის მხრიდან არასწორად იყო ინფორმაცია მიწოდებული. გუშინ პრემიერმა ამას ხაზი გაუსვა. ხდება ხოლმე რაღაც გაუგებრობა, შეცდომა, ეს ნორმალურია, თუმცა ეს არ უნდა გავხადოთ რაღაც პოლიტიკურ თამაშად, ერთმანეთის ჯიბრში ჩადგომად. აქ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე. საპარლამენტო არჩევნები უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს პატარა რაღაც ხუთი თვე იყო, თუ სამი თვე არასერიოზულად მეჩვენება”, - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი