კახა კალაძე - „ქართული ოცნების“ ყრილობას შესაძლოა ბიძინა ივანიშვილიც დაესწროს
15-04-2016, 03:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

14 მაისს დაგეგმილ პარტია ”ქართული ოცნების” ყრილობას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა, მოწვეული სტუმრის სტატუსით დაესწროს, - განაცხადა ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

 

”ამაზე გუნდში ვიმსჯელებთ. ჯერ არ ყოფილა საუბარი. შეიძლება იყოს მოწვეული სტუმრის სტატუსით”, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიის ფორმირებაში მონაწილებას არ იღებს.

 

”საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია. გვყავს ლიდერი, პრემიერ-მინისტრი, რომელიც პარტიის მომავალი თავმჯდომარე იქნება, არსებობს პოლიტსაბჭო. ბორდი, რომელიც ასეთ საკითხებს განიხილავს და ბატონი ბიძინა არ იღებს მონაწილეობას სიის ფორმირებაში და იმაში, ვინ უნდა იყოს მაჟოროტარობის კანდიდატი”, - განაცხადა კალაძემ.

 

კითხვაზე, დატოვებენ თუ არა თანამდებობებს მაისში ”რესპუბლიკელი” მინისტრები, კალაძის თქმით, ყველა იმ მინისტრს, ვინც ჩართული იქნება საარჩევნო კამპანიაში, კანონმდებლობის შესაბამისად, მოუწევთ თანამდებობების დატოვება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი