დამამშვიდებელს მიიღებთ თქვენ შემოდგომაზე, 8 ოქტომბერს, - ასე უპასუხა ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ პარლამენტის ვიცე სპიკერს, მანანა კობახიძეს, რომელმაც ამ განცხადების გაკეთებამდე ბარამიძეს მიმართა, დამამშვიდებელი დაელია.
ბიუროს სხდომაზე უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პარლამენტში მისვლის საკითხზე სიტყვიერი დაპირისპირება გია ბარამიძეს, მანანა კობახიძესა და გიგა ბუკიას შორის მოხდა.
ბარამიძემ აღნიშნა, რომ აღმაშფოთებელია, სუს-ის ხელმძღვანელის მოსასმენად კვორუმის არქონა უმცირესობას დააბრალონ.
”თავხედობა გყოფნით, რომ ეს საპარლამენტო უმცირესობას დააბრალოთ და თითი გავიშვიროთ ჩვენკენ, ეს არის ყოველგვარ ზღვარს გადასული ცინიზმი”, - განაცხადა ბარამიძემ.
გია ბუკიამ კი აღნიშნა, რომ გია ბარამიძისგან ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე საუბარი თავხედობაა.
”არ გაინტერესებთ ბატონო გია, თავხედად რატომ მოგიხსენიეთ? როდესაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზეა საუბარი, თქვენ, პირველ რიგში, უნდა იცოდეთ რა თემას ეხებით. როდესაც წლების განმავლობაში პარლამენტში მოსვლა კი არა, სუს-ის ხსენებაზე გასუსულები იჯექით ყველანი. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომლის მეშვეობითაც პარლამენტის წინაშე ვალდებულია ეს სამსახური”, - მიმართა გიგა ბუკიამ გიორგი ბარამიძეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.