შეგიძლიათ გადახედოთ NDI -ს 2012 წლიდან ჩატარებული კვლევების სტატისტიკას და არჩევნების შედეგებს, რამხელა ცდომილებებია - კახა კალაძე
15-04-2016, 04:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ NDI -ს 2012 წლიდან ჩატარებული კვლევების სტატისტიკას და არჩევნების შედეგებს, რამხელა ცდომილებებია,  - განაცხადა ვიცე -პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.


”NDI მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან ძალიან ძლიერები კვლევების ჩატარებაში. კვლევა გულისხმობს იმას, რომ გავიგოთ მოსახლეობის განწყობები და გვეუბნებიან, რომ ყველა კვლევას აქვს მაქსიმუმ 2%-იანი ცდომილება. ჩვენ შედეგად ვიღებთ 20-30-40%-იან ცდომილებებს. მაშინ ისმის შეკითხვა, რა აზრის აქვს ამ კვლევევის ჩატარებას? თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ 2012 წლიდან მოყოლებული მათ მიერ ჩატარებული კვლევების სტატისტიკას და არჩევნების შედეგებს, რამხელა ცდომილებებია. რა თქმა უნდა, არის განწყობა, რომ არ უნდა ვენდოთ იმიტომ, რომ ეს არის არაკვალიფიციური ადამიანების მიერ ჩატარებული კვლევა. მე NDI-ის არ ვგულისხმობ, არამედ იმ ორგანიზაციას, ვისაც ესენი კვლევის ჩატარებას უკვეთენ. თითონ NDI ხომ არ ატარებს კვლევას? საქართველოში არის ორგანიზაცია, ქართველებით დაკომპლექტებული, რომელიც ველზე თვითონ გადის”, - განაცხადა კალაძემ.


კითხვაზე, ვინ ჩაატარა პარტია ”ქართული ოცნების” შიდა კვლევები, კახა კალაძემ ასე უპასუხა:


”თავს შევიკავებდი, იმიტომ რომ თუ იქნება გადაწყვეტილება მიღებული ამ კვლევების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ვინც ჩაატარა, პრეზენტაციასაც ის გამართავს."

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი