”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სახალხო დამცველისა და „ეს შენ გეხებას“ სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებას ”რევოლუციური” უწოდა.
ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ განჩენი გამოუტანა მოსმენების იმ მასიურ სისტემას, რომელიც ფუნქციონირებდა და ფუნქციონირებს.
”ეს არის განაჩენი ყველა იმ სახელისუფლებო შტოების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში აგრძელდებდნენ იმ პრაქტიკას, რომელიც იყო მანკიერი და რომელსაც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემიჯნება. ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ პასუხისმგებლობა, როდესაც საუბარია მოსმენებთან დაკავშირებით”, -განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველისა და „ეს შენ გეხებას“ სარჩელზე გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. სასამართლოს პირველმა კოლეგიამ "ეს შენ გეხებას" სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.
"შეიძლება ითქვას, რომ დღეიდან ფარული მოსმენების გასაღები სუს-ის და შსს-ს ხელში აღარ უნდა იყოს", - განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მიხეილ შარაშიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების აღსრულება 2017 წლის 31 მარტამდე გადაიდო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.