გრიგორი კარასინი - რუსეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ შეთანხმება რუსულ ინტერესებს შეესაბამება
15-04-2016, 05:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგორი კარასინი, სახელმწიფო დუმაში ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვისას პოზიციას ღიად აფიქსირებს: „რუსეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ შეთანხმება „სახელმწიფო საზღვრის“ შესახებ რუსულ ინტერესებს სრულად შეესაბამება, - აცხადებს კარასინი და აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების პროცესი 2010 წლიდან მიმდინარეობდა, რა დროსაც მოხდა ე.წ. საზღვრის 74-კილომეტრიანი მონაკვეთის დელიმიტაცია.

 

„ერთობლივ სამუშაოში დავეფუძნეთ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვარს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში, რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკასა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის არსებობდა“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

 

მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირება საშუალებას მისცემს რუსეთს, „დაიწყოს სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დემარკაციის პროცესი“.

დოკუმენტს გასული წლის 18 თებერვალს მოეწერა ხელი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი