ქობულეთის სივრცითი მოწყობის დოკუმენტსა და მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა. დღეს გამგეობის სააქტო დარბაზში სივრცითი მოწყობის ჯგუფის ორგანიზებით დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.
როგორც guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი რამდენიმე ზონად დაიყო. შემუშავდა ზონირების რუკები და სამომავლო განვითარების მიმართულებები.
სივრცითი მოწყობის დოკუმენტისა და ქალაქის გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ მისი გამოყენება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას მოხდება. დოკუმენტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით მომზადდა. სამუშაო შეხვდრას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.