”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროექტების კოორდინატორის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ არჩევნების დანიშვნის შესახებ ახალი განკარგულების გამოცემის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული 6-თვიანი შეზღუდვა არ ამოქმედდება.
კანონის თანახმად, თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისთვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში. თუმცა, როგორც ნატროშვილი განმარტავს, შემდეგი განკარგულება, რომელსაც პრეზიდენტი მაისში გამოსცემს, არა იგივე შინაარსის სამართლებრივ აქტად, არამედ ახალი განკარგულებად ითვლება. აქედან გამომდინარე, 6-თვიანი შეზღუდვა ამ შემთხვევაში არარელევანტური რეგულაციაა და არ ამოქმედდება.
”პრეზიდენტის მიერ გამოცემული ძველი აქტი შეგვიძლია დავივიწყოთ, რადგან პრემიერმა კონტრასიგნაცია არ დაადო, შესაბამისად, ის აქტი აღარ არსებობს. ახალ აქტს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, შეუძლია მაისშიც გამოსცეს და ნებისმიერ დროს. აქაც იგივეა პროცესია განსაზღვრული - კონტრასიგნაციისთვის უნდა გაუგზავნოს პრემიერს და ასევე, არის ალბათობა, რომ პრემიერმა კვლავ არ გაითვალისწინოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულება და კონტრასიგნაცია არ დაადოს. 6-თვიან პერიოდს რაც შეეხება, თეორიულად არ არსებობს იმის ალბათობა, რომ ეს 6-თვიანი აქტი ამოქმედდეს, იმიტომ რომ ყოველ ახალ განკარგულებაში, რომელსაც პრეზიდენტი გაუგზავნის, შინაარსით არსებითი ცვლილება შეიძლება ხდებოდეს. ამ შემთხვევაში საარჩევნო კამპანიის ამოქმედების ვადა იცვლება, ამიტომ იგივე შინაარსის აქტი აღარ არის. შესაბამისად, ახალი განკარგულება გამოდის, ამიტომ ის 6-თვიანი პროცესი არ ამოქმედდება. უბრალოდ, პროცესი შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში, პინგ პონგს დაემსგავსოს”, - განაცხადა ნატროშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.