"რესპუბლიკელები" ღარიბაშვილის წინააღმდეგ: "ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისი პრემიერობის დროს მოხდა იმ ადამიანის გუბერნატორად დანიშვნა, რომელმაც გაუპატიურების კადრების სეანსები მოაწყო
15-04-2016, 05:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დროს ძალიან ბევრი ნეგატიური პროცესი დაიწყო, რის გამოც აუცილებელი გახდა კოალიციის რეფორმირების პროცესი, თუმცა ეს ვერ მივიდა ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ ის გამოიცვალა.


ზურაბიშვილის განცხადებით, სრულიად შავრაზმული, პრორუსული ტიპის ძალების მომძლავრება საქართველოში გარკვეულწილად მოხდა იმიტომაც, რომ ამ ძალებისთვის ღარიბაშვილი იყო ერთგვარი ცენტრი.



"ყველა ის ადამიანი, დაწყებული ლადო სადღობელაშვილიდან, დამთავრებული რეზო ამაშუკელით - ასეთი ტიპის ადამიანებისთვის ირაკლი ღარიბაშვილი იყო მთავარი ორიენტირი", განაცხადა ზურაბიშვილმა და დაამატა: "ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისი პრემიერობის დროს მოხდა იმ ადამიანის გუბერნატორად დანიშვნა, რომელმაც უჩვენა რაღაცა ეს გაუპატიურების კადრები, სეანსები მოაწყო და დადიოდა ქალაქ-ქალაქ და აწყობდა ამ სეანსებს."

 

დავით ზურაბიშვილმა ყოფილი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისადმი სიმპატიით განწყობილ ძალებს შორის "პატრიოტთა ალიანსი" და მისის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილიც მოიხსენია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი