ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან თარხნიშვილის აზრით, 5 თვის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციის წინასაარჩევნო რეჟიმში მუშაობას დაახლოებით 10 მილიონი ლარი დასჭირდება.
თარხნიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ ცესკო-ს მთელმა ვერტიკალმა იმუშაოს, შეივსოს საოლქო კომისიები და სხვა, ძალიან უხეში გათვლებით 1 თვის განმავლობაში დაახლოებით 2 მილიონი ლარია საჭირო. შესაბამისად, 5 თვის განმავლობაში წინასაარჩევნო რეჟიმში მუშაობას 10 მილიონი დასჭირდება.
რაც შეეხება იმას, თუ რა ტვირთად დააწვება ბიუჯეტს არჩევნების დანიშვნა 5 თვით ადრე, თარხნიშვილმა განაცხადა: ”თუ ბიუჯეტს აქვს 29 მილიონი ლარი, რომ გადაუხადოს კულტურის მინისტრის კერძო კომპანიას იმისთვის, რომ კონცერტები ჩაატაროს, რატომაც არა?! არჩევნები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კულტურის მინისტრის კერძო შემოსავალი, მით უმეტეს, რომ ეს პროექტები მან მიიღო იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილის საყდრისის დაგნრევა ”გაუპრავა”.
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას ის მაისის დასაწყისში გამოსცემს. შესაბამისად, პრემიერის მხრიდან აღნიშნული სამართლებრივი აქტის კონტრასიგნაციის შემთხვევაში, ქვეყანა საარჩევნო რეჟიმში სწორედ მაისიდან გადავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.