ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს MAP-ის მიღების შესაძლებლობა 2012 წელს, არჩევნების შემდეგ ჰქონდა, თუმცა მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო, მთავრობამ ეს არ მოინდომა.
როგორც მან "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს საქართველოს წინა ხელისუფლება მოსწონდა, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება მათთვის მაინც ძლიერი არგუმენტი იყო.
"2012 წელს, არჩევნების შემდეგ ჩვენ გვქონდა უნიკალური შესაძლებლობა, როცა გერმანელები და ამერიკელებიც ამბობდნენ, რომ იქნებ ინსტიტუციონალურად წინ წაგწიოთო. საქართველოს მთავრობა არჩევნების გზით, მშვიდობიანად შეიცვალა და სწორედ მაშინ იყო ეს შანსი. ერთადერთი, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ ის იყო, რომ მე და მთავრობის ხელმძღვანელი ერთად ჩავსულიყავით და ერთად გაგვეკეთებინა ამაზე განაცხადი, მაგრამ მაშინ მათთვის გასაგები და ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო მთავრობამ ეს არ მოინდომა" - განაცხადა ექსპრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველო ათჯერ მეტად არის მზად ნატო-ს წევრობისთვის, ვიდრე ბევრი ახალი წევრი სახელმწიფო, ამიტომ, მიუღებელია ის განცხადებები, რაც ნატო-ს წარმომადგენლის მიერ კეთდება.
"მიუღებელია, როცა ნატო-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოს წარმომადგენლები ეუბნებიან, ქვეყანა ნატო-ს წევრობისთვის არ არის მზადო. საქართველო ათჯერ მეტად არის მზად ნატო-ს წევრობისთვის, ვიდრე ბევრი ახალი წევრი სახელმწიფო. საქართველომ ბევრად მეტი სისხლი დაღვარა ვიდრე ნებისმიერმა სხვამ. გამოგვიცხადეს, სტრატეგიულ დიალოგს დავიწყებთ თქვენთანო - ნაცვლად იმისა, რომ მაგიდასთან მიგვიწვიონ სადილზე, "ჩუპა-ჩუპსს" გვიდებენ პირში. თავი არ უნდა მოვიტყუოთ და ხალხს უნდა ვუთხრათ სიმართლე" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე შეფასებით, პროცესი ჭიანურდება, თუმცა ეს საქართველოს მთავრობას ნამდვილად არ ბრალდება, რადგან გერმანია და ევროპის ჩრდილოეთი საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით, ყოველთვის სკეპტიკურად იყო განწყობილი.
"ისინი ამას ეწინააღმდეგებოდნენ გასაგები მიზეზების გამო და ეს მიზეზი არის რუსეთი. პუტინს საქმე საბჭოთა კავშირისკენ მიჰყავს, თუმცა მოვა დრო, როცა საქართველო მის ტერიტორიულ მთლიანობას აუცილებლად აღიდგენს. დასავლეთის ქვეყნებს ერთი რამ ახასიათებთ კარგი, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სინდისი მიძინებული აქვთ, ეს სინდისი მაინც აქვთ. ამიტომ, თუ მუდმივად მივუკაკუნებთ კარზე, ეს სინდისი გაიღვიძებს" - განმარტა ექსპრეზიდენტმა.
სააკაშვილის განცხადებით, საქართველო რა თქმა უნდა, ნატო-ს წევრობისთვის მზად არის, რადგან მან ძლიერი სახელმწიფო შექმნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.