დუბაიში ქართველი ქალი მოკლეს
15-04-2016, 07:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუბაიში ქართველი ქალის მოკლეს. ადგილობრივი მედიასაშუალების „გალფ ნიუსის“ ცნობით, შიშველი ქალის ცხედარი დუბაიში ავტობუსის გაჩერების სიახლოვეს იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, მკვლელობამდე ქალი გააუპატიურეს.

 

დუბაის მთავარი პროკურორის განცხადებით, დანაშაულებრივ ქმედებაში ერთზე მეტი ეჭვმიტანილია.

 

მომხდარზე პოლიციას დაღუპულის მეგობარმა გოგონამ აცნობა, რომელიც იმ მომენტში ალკოჰოლის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მან აცნობა სამართალდამცველებს, რომ მისი მეგობარი ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი გააუპატიურეს და მოკლეს. დუბაის პროკურატურაში აცხადებენ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან. გამოცემა „khaleejtimes“-ი წერს, რომ დაღუპულის ასაკი 25 წელს არ აღემატება. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა იპოვეს მისი მეგობარი გოგონა, რომელიც სავარაუდოდ, ნარკოტიკების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და ძირს იწვა.

 

24 წლის გოგონა მხოლოდ ქართულად საუბრობდა და მასთან კონტაქტის დამყარებისთვის თარჯიმანი მიიყვანეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი