ნუკრი ქანთარია „ნაციონალებს“ - ეშინოდეთ თქვენს რეჟისორებს და გამავრცელებლებს, ადრე თუ გვიან ქვეყანაში ჩამოათრევენ
15-04-2016, 08:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას და შესაბამისი ქმედების მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადაყვანის შესახებ კანონპროექტს ნუკრი ქანთარია ეხმიანება. დეპუტატი პირად ცხოვრებაში ამსახველი კადრების გადაღებაში და გავრცელებაში ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ იმ პრობლემას, რასაც მათ ჩაუყარეს საფუძველი, მთლიანად ვერ მოხსნიან.

 

”მთლიანად ვერ მოვხსნით, მაგრამ მაინც გარკვეული შიში ჰქონდეს იმ თქვენს რეჟისორებს, ასისტენტებს, ოპერატორებს თუ გამავრცელებლებს, რომ ადრე თუ გვიან, ნამდვილად რომ მიუკაკუნებენ, გამოათრევენ და ჩამოათრევენ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უფრო მეტხანს ყოფნის საშუალება მიეცეთ. არავინ ამბობს იმას, რომ ეს საბოლოოდ გააქრობს იმ მადას, რომელიც თქვენს კოლეგებს, გაბნეულს სხვადასხვა ქვეყანაში, აქვთ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ დოკუმენტური ფილმების სტუდიის დირექტორი ოდესაშია”, - განაცხადა ქანთარიამ.

 

მისივე თქმით, წლების წინ, ”სასტიკ საქართველოში” ადამიანებს მოუვიდათ თავში, რომ ხალხის მართვა გაცილებით იოლია ბოთლებით, ცოცხებით...

 

”მაგრამ, მათ მოუვიდათ თავში, რომ გაცილებით უკეთესია, თუ აჩვენებთ კადრებს ადამიანს და ეტყვით, აი რაც აქ არის, ის მოგივა შენ, ან შენი ოჯახის წევრებს, ან რაც გაგიკეთებია, ამას გამოვიტან საჯაროდ, თუ შენ ალიკაპს არ აიკრავ. საკმაოდ კარგად ასრულებდით ამ მოვალეობებს და შეიქმნა მართლაც მთელი ინდუსტრია ერთი მხრივ, საშინელებათა და მეორე მხრივ პორნო ინდუსტრია”, -განაცხადა ქანთარიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი