სოხუმის მარიონეტულმა რეჟიმმა დე-ფაქტო საზღვარზე ერთ-ერთი ხიდი დაკეტა. „Спутник Абхазия“ იტყობინება, რომ ეს განცხადება გალის რაიონის დე-ფაქტო გამგებელმა თემურ ნადარაიამ გააკეთა.
მისი ინფორმაციით, დაიკეტა სოფელ თაგილონში მდებარე ხიდი.
ამასთანავე, ნადარიაიას ინფორმაციით, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება.
„საუბარია გამშშვები პუნქტების შემცირებაზე. თაღლანის საკონტროლო-გამშვები პუნქტის დღევანდელი დაკეტვა უკავშირდება იმას, რომ ამ ხიდით გადასვლა სიცოცხლისთვის სახიფათო იყო“, - განაცხადა ნადარაიამ.
მისი თქმით, რაულ ხაჯიმბამ „წინასაარჩევნოდ“ პირობა დადო, რომ ენგურზე მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი დარჩება. მარიონეტულმა რეჟიმმა თაგილონის ხიდის დაკეტვის განკარგულება დღეს გასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.