თამაზ მეჭიაური გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტი საღ აზრს უნდა დაემორჩილოს.
”მაგას საიდან აქვს ბიუჯეტი ვერ გავიგე. რამე ფული იშოვა სადმე? პრეზიდენტის ფონდი იგივე ბუჯეტია და ჩვენი გადახდილი ფულით არის და არა მისი ხელსაქმით და შემოსულობებით შევსებული. თუ რამე სხვა ფული გააჩნია მას, მაშინ ადგეს და აქედან გამომდინარე დააფინანსოს და არა ჩვენი ფული დახარჯოს ასე. ნახოს, მოიძიოს ჯერ თავისი ფული. პრეზიდენტი უნდა დაემორჩილოს საღ აზრს და საღი აზრი არის ის, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, რომ ყველა პოლიტიურ სუბიექტს ჰქონდეს თანაბარი პირობები და ეს საარჩევნო პერიოდი არ უნდა გაიწელოს უსაშველოდ,“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების გამოცემას არა ივლისში, როგორც მას პრემიერმა სთხოვა, არამედ მაისის დასაწყისში აპირებს. ამასთან, გიორგი მარგველაშვილი მზადაა წინასაარჩევნო პერიოდში სარჩევნო ადმინისტრაციის დაფინანსებაში მთავრობას შეეხიდოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.