ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განმეორებით კენჭისყრაში ამომრჩეველთა 36,63%-მა (5 112 ამომრჩეველი) მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა.
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და კომისიის წევრებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცესი. ცესკოს მონაცემებით, 29 ივნისის განმეორებით კენჭისყრაში ამომრჩეველთა 36,63%-მა (5 112) მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მაღალი აქტივობით ხონის (76,69%), ტყიბულისა (47,5%) და ზუგდიდის (46,14%) ოლქების საარჩევნო უბნები გამოირჩეოდა. საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა, პროცედურული ხარვეზების უმეტესობა კი ადგილზე აღმოიფხვრა.
განმეორებითი კენჭისყრა სულ 9 ოლქის 14 უბანზე ჩატარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.