"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ძალიან მნიშვნელოვანია მოვისმინო ის შეკითხვები, რაც ჩვენს საზოგადოებას აინტერესებს“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
"ჩვენს უკან არის სამი წელი ჩატარებული სამუშაოსი, ეს არ იყო მარტივი, ეს იყო საკმაოდ რთულ პირობებში მუშაობა. ჩვენ ძალიან ბევრი ფუნდამენტური საკითხის გადაჭრა მოგვიწია, ეს იყო საყოველთაო ჯანდაცვა, ეს არის უსაფრთხოების საკითხები, როგორც გარე, ისე შიდა. ჩვენ ამ პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ. მე წინა პოზიციებზეც, როგორც ეკონომიკის, ისე საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მომიხდა არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო პროგრამაზე მუშაობა და ვფიქრობ, რომ ეს შედეგები ქვეყნისთვის იყო ძალიან საჭირო“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრისა და მედიის წარმომადგენლების შეხვედრა ტექნოლოგიურ პარკში მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე გიორგი კვირიკაშვილი საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან მართავს შეხვედრას, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი, ეტაპობრივად, რეგიონული მედიის, ბეჭდური და ონლაინ-გამოცემების ჟურნალისტებსაც შეხვდება.
გიორგი კვირიკაშვილის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა აქციის ფონზე ჩაივლის. ტექნო პარკთან ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები, რომლებიც პრემიერის 100-დღიან მუშაობას არადამაკმაყოფილებლად აფასებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.