”სამწუხაროდ, პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ის მომხრეა მაისში დაიწყოს საარჩევნო კამპანია. არ დაგიმალავთ, აქ იყო გარკვეული გაუგებრობა, მაგრამ არამგონია, ეს რაიმე კონფრონტაციად შეფასდეს" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
"ჩვენ გავაგრძელებთ ასეთ ფორმატში, ზედმეტი ემოციების გარეშე ურთიერთობას. ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. კონსულტაციები გაგრძელდება. ჩვენი მოწოდებაა, რომ გავაუმჯობესოთ წინა სტანდარტი, რომელიც გახლდათ 60 დღიანი სტანდარტი, როცა 60 დღით ადრე ცხადდებოდა წინასაარჩევნო პერიოდი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 8 ივლისი ყოფილიყო არჩეული, მაგრამ ვნახოთ. შემდეგი კონსულტაციების შედეგად მე მაქვს დიდი იმედი, რომ რაღაც საერთო აზრამდე მივალთ, ამიტომ ამაში ჩვენ რაღაც კონფტოტაციას არ ვეძებთ - ექსტრაორდინალური არაფერი ხდება. მგონია, რომ ეს არის აბსოლუტურად ნორმალური, ადამიანური ინსტიტუციური ურთიერთობის პროცესია”, - განმარტა პრემიერმა და დაამატა: რომ "არჩევნების თარიღი - 8 ოქტომბერი, ალბათ, აღარ შეიცვლება, იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პრეზიდენტთან და ეს თარიღი განისაზღვრა შემდეგი არჩევნების თარიღად."
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.