საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის მოწოდებაა, რომ საარჩევნოდ ადამიანებს შორის დაძაბულობა შემცირდეს და მოქალაქეებმა არჩევანი მშვიდ გარემოში გააკეთონ.
”ჩვენ წელს დღის წესრიგში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტა, რომელთა შორისაცაა საპარლამენტო არჩევნები. მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ” მიიღი გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო ბლოკის სახით აღარ მოხდეს შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა: პარტიები ინდივიდუალურად მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის ამ პროცესს. ჩვენი მოწოდებაა, ჩავატაროთ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები, სადაც სიტყვის თავისუფლება იქნება დაცული, შემცირდება დაძაბულობა ადამიანებს შორის და მშვიდ გარემოში იქნება შესაძლებელი, რომ ადამიანებმა გააკეთონ საკუთარი არჩევანი საქართველოს მომავლის შესახებ”, - განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.