პრემიერი: ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჯანდაცვის კუთხით პრობლემები აღარ ჰქონდეთ
15-04-2016, 12:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ჯანდაცვის სისტემა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს სულაც არ არის იდეალური“ - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილა ტექნოლოგიურ პარკში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

 

 

პრემიერის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო და მინისტრი ორიენტირებულია იმაზე, რომ რესურსზე იმ მოქალაქეების სასიკეთოდ გადანაწილდეს, ვისაც უფრო მეტად სჭირდება დახმარება.

 


„იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა უზრუნველყონ საკუთარი ჯანდაცვა, სამინისტრო მოკრძალებულ პაკეტს სთავაზობს, ნაკლები შესაძლებლობის მოქალქეებისთვის კი რესურსების გადანაწილება ხდება. თუ ასეთი მოდიფიკაციებით ვიმუშავებთ, ჩვენ რა თქმა უნდა, აღარ გვექნება პრობლემები ამ კუთხით.

 


მედიკამენტების დაფარვა იქნება უფრო ფართო და იმ ადამიანებისთვის უფრო მეტად, ვისაც საჭიროება გააჩნია. ამას ემატება კერძო და საჯარო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი. ამან მნიშვნელოვანწილად მოიტანა შედეგი, როცა მედიკამენტების გაიაფება დაიწყო და ასეც გაგრძელდება.

 

 

მინისტრებს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი. მინისტრები საკუთარი შემოსავლებით უნდა უზრუნველყოფდნენ საკუთარ ჯანდაცვას და მე მაქვს დღეს კერძო ჯანდაცვის პაკეტი, არ ვსარგებლობ საყოველთაო ჯანდაცვით. ადამიანებს, ვისაც გააჩნიათ საკმარისი შემოსავალი, რომ საკუთარი ჯანდაცვა თავად უზრუნველყონ, არ უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო ჯანდაცვის მხრიდან დაფარვა“ - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

ამ ეტაპზე გიორგი კვირიკაშვილი საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან მართავს შეხვედრას, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი, ეტაპობრივად, რეგიონული მედიის, ბეჭდური და ონლაინ-გამოცემების ჟურნალისტებსაც შეხვდება. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი