საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დაპირებების 100 %-ით შესრულება ბუნებაში არ ხდება. ეს განცხადება კვირიკაშვილმა ”ტაბულას” რედაქტორ თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადების შეფასებისას გააკეთა, სადაც ჟურნალისტმა მთავრობის მეთაურს ხელისუფლების შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა და საჩუქრად ის ბროშურა გადასცა, სადაც წეროვანში და არა მხოლოდ, დევნილების მიმართ გაცემული დაპირებები იყო ჩამოთვლილი, მათ შორის ტარიფების განულება.
”ვფიქრობ, დაპირებების 100 %-ით შესრულება ბუნებაში არ ხდება. რაც შეეხება ტარიფების განულებას, მე ვამბობ, რომ ჩვენი სოციალური უზრუნველყოფის სისტემა მომავალში გახდება უფრო მეტად ფოკუსირებული იმ ფენებზე, რომელსაც ეს უფრო მეტად სჭირდება. მე არ ვიცი სანდოობა იმ ინფორმაციის, რომელიც თქვენ მოგაწოდეს, არ ვიცი რამდენად სიმართლეს შეესაბამება ის ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ასეთი დაპირება გასცა. დღეს ათასნაირი ინფორმაცია ტრიალებს. მე ამ ინფორმაციას გადავამოწმებ. რაც შეეხება დევნილებისთვის სოციალური უზრუნველყოფის დონეს, სწორედ ამიტომ სოციალური სიტემის მნიშვნელოვანი რეფორმაა გასატარებელი”, - განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.