29 ივნისის 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგების მიხედვით, ხონის გარდა, ყველა ოლქში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 9 ოლქის 14 უბნის წინასწარი მონაცემები წარადგინა.
წინასწარი შედეგების მიხედვით, №22 მარნეულის საარჩევნო ოლქის - №25 და №57 საარჩევნო უბნებზე "ქართული ოცნების" კანდიდატებმა ხმათა - 55.65% და 56.33% მოიპოვეს, მეორე ადგილას "ნაციონალური მოძრაობა" – 23.99% და 24.15%-ით გავიდა, ხოლო "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" – 10.2% და 7.98%.
№26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის - №5 საარჩევნო უბანი - "ქართული ოცნების" კანდიდატმა 85.61% აიღო, ხოლო "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" – 7.29%;
№28 დუშეთის საარჩევნო ოლქის - №4, №6, №47 და №52 საარჩევნო უბნები - "ქართული ოცნება" – 37.95% და 40.54%, "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" – 14.34% და 2.15%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" – 8.52% და 2.53%;
№40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის - №1 საარჩევნო უბანი - "ქართული ოცნება" – 54.37%, "არასაპარლამენტო ოპოზიცია" – 36.77%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" – 3.08%; №55 ხონის საარჩევნო ოლქის - №22 საარჩევნო უბანი, "ნაციონალური მოძრაობა" – 57.34%, "ქართული ოცნება" – 42.66%;
№57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის - №2 და №5 საარჩევნო უბნები - "ქართული ოცნება" – 34.79%, "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" – 31.29%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" – 29.58%; №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის - №32 საარჩევნო უბანი - "ქართული ოცნება" – 54.38%, "ნაციონალური მოძრაობა" - 45.38%, "ლეიბორისტული პარტია" – 0.25%;
№79 ბათუმის საარჩევნო ოლქის - №103 საარჩევნო უბანი - "ქართული ოცნება" – 38.27%, "ნაციონალური მოძრაობა" – 24.52%, "ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია" – 9.38%; №81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის - №34 საარჩევნო უბანი - "ქართული ოცნება" – 57.28%, "ნაციონალური მოძრაობა" – 25.06%, ხოლო "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" – 7.65%;
ცესკო-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, ყველაზე დაბალი აქტივობა დუშეთში გამოვლინდა, ხოლო ყველაზე მაღალი ხონში. მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე ჩატარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.