„არ ვაპირებ ხელფასები შევამცირო“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
"შესაძლოა, პრემიების ნაწილში იყო გადამეტებული პრემიებიც, მაგრამ ის, რომ ჩვენ უნდა შევამციროთ ხელფასები, არა მგონია რომ ეს სწორი გადაწყვტილება იყოს. პირიქით, ჩვენ გვჭირდება ახალი კადრები გარკვეულ მიმართულებებში და შესაძლოა, მათ ხელფასი გაეზარდოთ კიდეც“ -აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პრემიერი ტექნოლოგიურ პარკში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მთავრობის 100 დღიანი მოღვაწეობა შეაჯამა. აღნიშნულის შემდეგ კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.