პრემიერ-მინისტრი: ჩვენ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, შევძელით რუსეთთან ტემპერატურის დაწევა
15-04-2016, 14:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”ჩვენ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, შევძელით რუსეთთან ტემპერატურის დაწევა. შევძელით, რომ დღეს არ გვაქვს იმ დონის დაძაბულობა, რაც იყო" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

 


"მიუხედავად ოკუპაციისა, რომელიც რჩება უდიდეს გამოწვევად, ჩვენ ეს შევძელით დიალოგების ფორმატების მეშვეობით. ჟენევის ფორმატი რჩება უმთავრეს ფორმატად, ასევე შევქმენით ახალი, აბაშიძე-კარასინის ფორმატი. მე მგონია, რომ შედეგი არის სახეზე. ყოველ შემთხვევაში, დღეს, გვაქვს იმ დონის სტაბილურობა ქვეყანაში, რაც საშუალებას იძლევა ქვეყნის უფრო სწრაფი, დინამიური განვითარების, ეს არ მომხდარა არც ერთი მცირეოდენი კომპრომისის ან დასავლური ორიენტირების ხარჯზე. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, ქვეყნისთვის და მთავრობისთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ქვეყნის ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია. ეს უმთავრესი პრიორიტეტებია, ეს არის ჩვენი ამომრჩევლის და მოქალაქეების დაკვეთა. არც ერთ მთავრობას არ აქვს უფლება ამ დაკვეთას გადაუხვიოს.

 

 

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ განვავითაროთ ეკონომიკა და მოვიზიდოთ ინვესტიციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, იმ პირობებში, რომ მუდმივად გავკიოდეთ, რომ ტერიტორიაზე გვაქვს სამხედრო ბაზები. არიქა, გვიშველეთ, გადაგვარჩინეთო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რამენაირად შევასუსტოთ ყურადღება იმ მიმართულებით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, აშშ-ის, ევროპელების, მათ თვალში ეს პრობლემა მეორეხარისხოვანი გავხადოთ. ეს არის ტაქტიკის საკითხი, თუ როგორ მივიტანთ პრობლემას პარტნიორებამდე და როგორ დავაბალანსებთ გზავნილებს ისე, რომ ერთის მხრივ ჩვენი საკითხი დავტოვოთ მათ დღის წესრიგში და მეორე მხრივ, შევქმნათ იმ დონის სტაბილურობის განცდა, რაც საჭიროა საერთაშორისო ინვესტიციების მოსაზიდად.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს სახარბიელო დინამიკა ოკუპაციის საკითხების გადაწყვეტის მიმართულებით და გვაქვს ხელშეკრულებების ხელმოწერა ინტეგრაციაზე, ასევე კეთდება განცხადებები რეფერენდუმებზე რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით, ეს საერთაშორისო კანონმდებლობის საწინააღმდეგოა. არც ერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს მაღალი რეპუტაცია და საერთაშორისო თანამეგობრობაში რაიმე ინტეგრაციის პრეტენზია, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს არავითარ შემთხვევაში არ მიესალმება და არ აღიარებს, უფრო მეტიც. საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს 5 დღის განმავლობაში 68-ზე მეტი შეხვედრა გავმართე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სადაც მომიწია ძალიან აქტიური საუბარი, ჩვენს არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან და მათ შორის ჩვენგან დაშორებულ ძალიან ბევრ პატარა ქვეყანასთან, რომ არაღიარების პოლიტიკა დავტოვოთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკური აქტივობის მიმართულებად”, - აღნიშნა პრემიერმ-მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი