16-17 აპრილს, "ქართველ სომეხთა კავშირი" ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის ფარგლებში ორდღიან კულტურულ გაცვლით პროგრამას ახორციელებს.
პროგრამა, "ჩვენი თბილისის" ფარგლებში კი სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან მოხდება ეთნიკურად სომეხი ეროვნების ახალგაზრდების თბილისში ექსკურსიაზე ჩამოყვანა და მათი ადგილობრივ ოჯახებში განთავსება.
თბილისში ყოფნის პერიოდში ახალგაზრდები მოინახულებენ: თბილისის სომხურ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, გაეცნობიან მის ისტორიას. ასევე, შეხვდებიან ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს არმენაკ ბაიანდურიანს და დასის წევრებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება ფოტოსესია.
თბილისის, ეჩმიაძინი-ს და სურბ გევორქი-ს სახელობის სომხურ ეკლესიებს, ასევე "წმინდა სამებ"-ის სახელობის საკათედრო ტაძარს, ნარიყალას და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას;
ქართველი და სომეხი ეროვნების მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონებს (მთაწმინდა, დიდუბე და ხოჯევანქი);
საქართველოს პარლამენტს და იუსტიციის სახლს, თბილისის მუზეუმებს, ბოტანიკურ ბაღს და სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.