არჩევნების თარიღი - 8 ოქტომბერი, ალბათ, აღარ შეიცვლება, იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პრეზიდენტთან და ეს თარიღი განისაზღვრა შემდეგი არჩევნების თარიღად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
”მე ორი დღის წინ გავაკეთე განცხადება და აღვნიშნე, რომ მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან მოხდა გარკვეული უზუსტობა, იურიდიულ დეტალებთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია არ იქნა მიწოდებული პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, ”სამწუხაროდ, პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ის მომხრეა მაისში დაიწყოს საარჩევნო კამპანია. არ დაგიმალავთ, აქ იყო გარკვეული გაუგებრობა, მაგრამ არა მგონია, ეს რაიმე კონფრონტაციად შეფასდეს".
"ჩვენ გავაგრძელებთ ასეთ ფორმატში, ზედმეტი ემოციების გარეშე ურთიერთობას. ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. კონსულტაციები გაგრძელდება. ჩვენი მოწოდებაა, რომ გავაუმჯობესოთ წინა სტანდარტი, რომელიც გახლდათ 60 დღიანი სტანდარტი, როცა 60 დღით ადრე ცხადდებოდა წინასაარჩევნო პერიოდი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 8 ივლისი ყოფილიყო არჩეული, მაგრამ ვნახოთ. შემდეგი კონსულტაციების შედეგად მე მაქვს დიდი იმედი, რომ რაღაც საერთო აზრამდე მივალთ, ამიტომ ამაში ჩვენ რაღაც კონფტოტაციას არ ვეძებთ - ექსტრაორდინალური არაფერი ხდება. მგონია, რომ ეს არის აბსოლუტურად ნორმალური, ადამიანური ინსტიტუციური ურთიერთობის პროცესია”, - განმარტა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.