მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, რომ მოვიდეს და ჩვენს მოთხოვნებზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, - განაცხადა ”აუდიტორია 115-ის” წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ.
”აუდიტორია 115”-ის სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან აქციას მართავენ. მათი ნაწილი უნივერსიტეტის შენობაში იმყოფება. შენობის კარი ჩაკეტილია და კარზე აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნეებია გაკრული: 1.უნივერსიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლობებს უნდა ახორციელებდნენ საფაკულტეტო საბჭოებსა და სენატში არჩეული წევრები. ყველა სხვა სტუდენტური სტრუქტურა უნდა გაუქმდეს.
2.დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის წესი, აკადემიური საბჭოს შემადგენლობა.
3.ვითხოვთ პრემიერ-მინისტრის მოსვლას პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში. მთავრობის თავმჯდომარემ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს: არის თუ არა მზად მმართველი ძალა წინა ორ პუნქტში აღნიშნული ცვლილებების დაუყოვნებლივ გასატარებლად; გატარდება თუ არა განათლებისა და მეცნიერების რეფორმა 2013 წელს შემუშავებული კონცეფციის მიხედვით; მზად არის თუ არა მთავრობა გარე რეფორმების მექანიზმის დასანერგად და რა იგეგმება უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის ასამაღლებლად; გაიზრდება თუ არა უნივერსიტეტის დაფინანსება. 4. ”ოდეერების” საქმის გამოძიება.
”აუდიტორია 115-ის” წარმომადგენლების თქმით, პარალელურად ისინი 14.00 საათზე დაიწყებენ საპროტესტო აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან.
აქციას ასევე შეუერთდებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
სანამ პრემიერ-მინისტრი არ აიღებს პასუხისმგებლობას განათლების ფუნდამენტურ რეფორმაზე, თსუ-ს მე-6 კორპუსის შესასვლელი კარი ჩაკეტილი იქნება, - განაცხადა სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ.
„ჩვენი ამჟამინდელი გადაწყვეტილებით პრემიერს მოვუწოდებთ, რომ ”115-ე აუდიტორიაში მოვიდეს. აუდიტორია შეუძლიათ შეამოწმონ კინოლოგებმა, პოლიციისა და დაცვის თანამშრომლებმა. პრემიერ-მინისტრმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ განხორციელდება განათლების ფუნდამენტური რეფორმა. ამის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ მე-6 კორპუსს, რადგან ამ კორპუსში ყოფნა არავის არ სიამოვნებს, მისი ცუდი მდგომარეობის გამო “, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.