BBC-ის ცნობით, იაპონიაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, დაშავებული კი ასობით ადამიანია.
პირველი მიწისძვრა იაპონიის სამხრეთით, კუნძულ კიუსიუზე ხუთშაბათს მოხდა. მისმა სიმძლავრემ 6.5 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 21:26 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ მაშიკთან იყო, რომელიც კუმამოტოს პრეფექტურაში მდებარეობს.
მეორე კი გუშინ გვიან ღამით ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მოხდა, რომლის სიმძლავრემაც 7.3 მაგნიტუდას მიაღწია.
მიწისძვრების სერიას ქვეყანაში ძლიერი ნგრევა მოჰყვა, დაინგრა საცხოვრებელი სახლები და დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ათასობით ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამ დროისთვის სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.