ვინ უშლის ხელს პაატა ბურჭულაძეს მოსახლეობასთან შეხვედრებში - ლენტეხში, ახმეტაში, თელავში, ტყიბულსა და ახალქალაქში?!
16-04-2016, 06:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"საქართველოს განვითარების ფონდის" შიდა პოლიტიკის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი ხათუნა ლაგაზიძე რეგიონებში "საქართველოს განვითარების ფონდის" შეხვედრებთან დაკავშირებით სხვადასდხვა სახის ხელისშემშლელ ფაქტებზე ავრცელებს ინფორმაციას.


მისი ინფორმაციით, კახეთში, სოფელ ყარაჯალაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ავტობუსთან არ მიუშვა ხალხი შეხვედრაზე წასასვლელად;


"ახმეტაში მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური რამდენიმე საათის განმავლობაში მოძრაობდა დარბაზის გარშემო, სადაც "საქართველოს განვითარების ფონდის" შეხვედრა უნდა შემდგარიყო მოსახლეობასთან და ხელს უშლიდა მოსახლეობის შეხვედრაზე მისვლას;


ახალქალაქში "საქართველოს განვითარების ფონდის" თანამშრომლებს მუდმივად დაჰყვებოდა 4 მანქანა და ახორციელებდა ვიდეო-გადაღებას, რომელთაგან ერთ-ერთი ადგილობრივი მაჟორიტარის და "ქართული ოცნების" მომავალი კანდიდატის შვილია, რომელიც ამავდროულად ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობს;


ტყიბულში საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს აუკრძალეს "საქართველოს განვითარების ფონდის" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მისვლა;


ლენტეხში ადგილობრივმა ხელისუფლებამ აიძულა მათივე თანამშრომელი უარი ეთქვა "საქართველოს განვითარების ფონდისთვის" ოფისის დათმობაზე.


ხაზს ვუსვამ, საუბარია ადგილობრივი ხელისუფლების აქტივობებზე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების მონაწილეობით, ხოლო ახალქალაქის შემთხვევაში, ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელზე," აცხადებს "საქართველოს განვითარების ფონდის" შიდა პოლიტიკის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი ხათუნა ლაგაზიძე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი