ნინო გიორგობიანი ლევან გვაზავას იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც თითქოს სუს-ის თანამშრომელმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია რუსეთში გაიტანა
16-04-2016, 06:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო გიორგობიანი  ლევან გვაზავას იმ კომენტარს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც თითქოს სუს-ის თანამშრომელმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია რუსეთში გაიტანა.


ამის შესახებ ნინო გიორგობიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.


"მინდა გამოვეხმაურო ბატონ ლევან გვაზავას კომენტარს, რომ თითქოს სუს-ის თანამშრომელმა მნიშნველოვანი ინფორმაცია რუსეთში გაიტანა.


1. ეს პიროვნება უკვე დაკავებულია და მას ბრალი აქვს წარდგენილი 4 მუხლით: საქართველოს სსკ-ის 237-ე მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა; 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თაღლითობა; 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ის, რომ მან მნიშვნელოვანი მასალები ქვეყნიდან გაიტანა არის დიდი ტყუილი. აღნიშნული პირის დაკავება სწორედ სუს-ის აქტიური მუშაობის შედეგად განხორციელდა და წინასწარ არ მოხდებოდა დაანონსება, თუ როგორ და რა ფორმით ვაპირებდით მის დაკავებას.


2. ეს პირი მუშაობდა ღია წყაროებზე, რომ დაგიკონკრეტოთ, ღია წყაროები ნიშნავს იმ ინფორმაციას, რაც მედიით ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, მას სამსახურებრივად არ ჰქონდა წვდომა საიდუმლო დოკუმენტაციაზე, შესაბამისად ვერ გაიტანდა მნიშვნელოვან ინფორმაციას.


3 - რაც შეეხება იმას, დაისვა თუ არა ამ თემაზე კითხვები, პარლამენტში ბატონი ლევან იზორიას გამოსვლისთვის რომ მოგესმინათ ნახავდით, რომ აღნიშნულ კითხვას ბატონმა ლევანმა უკვე გასცა პასუხი.


რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბატონ ლევან გვაზავას აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე ინფორმაციის გადამოწმება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არც კი უცდია და თუ აქვს მცირედი ინტერესი გაიგოს სიმართლე, ვურჩევდი მას, მომავალში, სანამ მსგავს მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებს, ინფორმაცია გადაამოწმოს იმ უწყებაში, რომელსაც ეს ინფორმაცია ეხება," აცხადებს ნინო გიორგობიანი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი