"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსი გიგი უგულავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, გიგი უგულავას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავებიან.
საქმე ეხება 2007 წლის 7 დეკემბერს "სითი პარკსა" და თბილისის მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.
როგორც უწყებაში განმარტავენ, უგულავამ ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით გაფლანგა სახელმწიფო კუთვნილი 1 086 718 ლარი.
საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ამასთან, გიგი უგულავა ამ წუთებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.