თბილისში, ძლიერმა ქარმა რამდენიმე ადგილას ხეები მოგლიჯა და ავტომანქანები დააზიანა, საბურთალოს ქუჩაზე კი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. ძლიერი ქარის გამო, დედაქალაქის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, გამოძახებებმა იმატა.
აღნიშნული ფოტოები "რუსთავი2"-ის მიერ არის გადაღებული.
გამოძახებები ძირითადად ხეების წაქცევასა და ავტომანქანების დაზიანებას ეხება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ შემთხვევები მძიმე არ არის და დაშავებულიც არავინაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.