დიდუბეში, კერესელიძის ქუჩაზე წაქცეულმა ხემ ავტომანქანები მოიყოლა და წერეთლის გამზირთან დამაკავშირებელი გასასვლელი მთლიანად ჩახერგა
16-04-2016, 08:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის დიდუბის რაიონში, არჩილ კერესელიძის ქუჩაზე სულ ცოტა ხნის წინათ წაქცეულმა ხემ ავტომანქანები მოიყოლა და წერეთლის გამზირთან დამაკავშირებელი გასასვლელი მთლიანად ჩახერგა. როგორც guardian.ge-ს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ადგილზე საპატრულო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული და ამ წუთებში დიდი მოცულობის ხის გატანის მიზნით, მისი დანაწევრება მიმდინარეობს.

 

 

წაქცეულმა ხემ ასევე ქვეშ მოიყოლა ელექტრო გადამცემი ხაზები. შემთხვევას ადამიანების დაზიანება არ გამოუწვევია.

 



თბილისში, ძლიერმა ქარმა დღეს ხეები არაერთ ადგილას მოგლიჯა და ავტომანქანები დააზიანა, საბურთალოს ქუჩაზე კი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. ძლიერი ქარის გამო, დედაქალაქის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, გამოძახებებმა იმატა.

 


გამოძახებები ძირითადად ხეების წაქცევასა და ავტომანქანების დაზიანებას ეხება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ შემთხვევები მძიმე არ არის და დაშავებულიც არავინაა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი