„ჩვენ უკვე გამოგვეხმაურნენ მთავრობის კანცელარიიდან და ალბათ, უახლოეს პერიოდში მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით“ - განაცხადა „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენელმა, ლევან ლორთქიფანიძემ კანცელარიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე.
ლორთქიფანიძის ცნობით, სტუდენტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, შალვა თადუმაძე გამოეხმაურა.
„მთავარია, რომ გამოხმაურება გვაქვს, ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიგვიღია სად და როდის მოხდება შეხვედრა, ან ვინ შეგვხვდება პირველ ეტაპზე. სავარაუდოდ, ჩვენ 3-5 ადამიანი იქნება წარმოდგენილი, თუმცა, არ ვიცით ეს სად მოხდება. ჩვენ მაინც ველოდებით პრემიერ-მინისტრს აუდიტორია 115-ში“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მსვლელობა დილიდან უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან მიმდინარეობდა, სადაც სტუდენტებმა უნივერსიტეტის შენობის კარი ფიცრით აჭედეს, შედეგად სასწავლო პროცესი შეფერხდა.
მეექვსე კორპუსიდან სტუდენტების საპროტესტო ტალღამ დღის ორ საათზე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გადაინაცვლა. „ავტონომია უნივერსიტეტს“, „მოვითხოვთ განათლების რეფორმას“, „პრიორიტეტი მეცნიერებას“ ამ შეძახილებით აქციის მონაწილეებმა უნივერსიტეტის ტერიოტორიიდან მთავრობის კანცელარიამდე მსვლელობა მოაწყეს.
„ჩვენ ვითხოვთ, შეიცვალოს განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული "განათლების შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებები, რომელიც ამ ეტაპზე არის ფასადური, ვითხოვთ არსებობდეს ნორმალური განათლების სისტემა, ამისთვის კი აუცილებელია რეფორმები - ეს ჩვენი გრძელვადიანი მოთხოვნაა. მოკლევადიანად კი ვითხოვთ შეიცვალოს რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის წესი და მეთოდი. ასევე ვითხოვთ სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმებასა და უნივერსიტეტის დატოვებას ოდეერების მიერ“- აცხადებენ სტუდენტები.
აქციას ბათუმისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოშიმშილე ლექტორებიც შეუერთდნენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ „აუდიტორია 115“-ის წევრებს და აღნიშნავენ, რომ სტუდენტების მოთხოვნა ლეგიტიმურია და აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად საჭიროა, დიალოგი პრემიერთან.
"აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები უცვლელი მოთხოვნით ამჟამად უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.